თემურ მღებრიშვილი გურიაში დიდთოვლობით შექმნილ ვითარებაზე: რამდენიმე ლოკაციაზე შევქმენით ლოკალური შტაბები, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ახლო-მახლო სოფლებიდან მოსახლეობასთან მოხდეს სწრაფი კომუნიკაცია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გურიაში დიდთოვლობით შექმნილ ვითარებაში მუშაობის დეტალებზე ისაუბრა.

„რამდენიმე ლოკაციაზე შევქმენით ლოკალური შტაბები, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ოპერატიულად ახლომახლო სოფლებიდან მოხდეს მოსახლეობასთან სწრაფი კომუნიკაცია. თუ მათი მხრიდან რაიმე საჭიროება დგება, დროულად მოგვაკითხონ და სწრაფად, ოპერატიულად გადავუჭრათ პრობლემები”, – განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, გურიაში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები