ბუშის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ჯორჯ ბუშის ქუჩა N50-ში გაჩენილი ხანძარი სამაშველო სამსახურის მიერ ლოკალიზებულია, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო და სამაშველო თბილისის საქალაქო სამსახურიდან აცნობეს. ხანძრის შედეგად დაშავდა 75 წლის ქალბატონი, რომელიც სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ხანძარმა ბარაკული ტიპის ერთსართულიანი სახლის საძინებელი დააზიანა. დაიწვა საწოლი და საოჯახო ნივთები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები