მედია: ევროპა როგორც არ უნდა ეცადოს, უკრაინაში აშშ-ს ვერ ჩაანაცვლებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი ცდილობენ აიძულონ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გახდეს უკრაინის დაცვის გეგმის ნაწილი,- ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.
მედიის ცნობით, მიუხედავად დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დაპირებებისა თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ, მაკრონი და სტარმერი სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რომ ევროპას აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს უკრაინის საკითხს.
ომის დაწყებიდან, ევროპის ქვეყნებმა უკვე გამოჰყვეს თითქმის 62 მილიარდი ევრო უკრაინელი სამხედროების შეიარაღებისთვის. თუმცა, უკრაინაში ჯარების განთავსება და ქვეყნის დაცვის დაპირება, ცხადია, ბევრად უფრო დიდი ამოცანაა.
როგორც The Telegraph-ი წერს, მაკრონს და სტარმერს, სავარაუდოდ, სჯერათ, რომ ევროპელებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ამ ამოცანას. ეს შესაძლებელია, თუ ტრამპის ადმინისტრაცია დახმარებას გაუწევს საჰაერო მხარდაჭერის, დაზვერვის და თვალთვალის ან საჰაერო თავდაცვის სახით. მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვაშინგტონი დათანხმდება, დაიცვას უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს – რისი თავიდან აცილებაც ტრამპის ადმინისტრაციას სურს.
გარდა ამისა, როგორც მედია იუწყება, ევროპულ ჯარებს აქვთ შეზღუდული რაოდენობის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები და ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს, როგორიცაა გერმანია და პოლონეთი, არ სურდა მათი მიწოდება უკრაინისთვის.