“არსებობს ისეთი სოფლები, სადაც ჯერჯერობით, გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, ყველა სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში”, – ამის შესახებ გურიის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ურუშაძე აცხადებს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა სპეციალური შტაბის სხდომა, სადაც მიღებული იქნა კონკრეტული მითითებები, დაიხაზა კონკრეტული გეგმა და არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა”, – აღნიშნავს ურუშაძე.