“შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად ყველა საჭიროება, რომელიც აქვთ მოქალაქეებს, იქნება დაკმაყოფილებული, ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამართულ მუშაობას” – სარჯველაძე
“ყველაფერს იზამს სასწრაფო დახმარება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.
“შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად ყველა ის საჭიროება, რომელიც აქვთ მოქალაქეებს, იქნება დაკმაყოფილებული. ეს არ არის მარტივი ამოცანა, ამისთვის ყველა რესურსი მობილიზებულია ყველა მიმართულებით. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამართულ მუშაობას და ყველაფერს იზამს სასწრაფო დახმარება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ”, – აღნიშნა სარჯველაძემ.