“გურიის რეგიონში სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია სპეციალური შტაბი. 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური”,- ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მობილიზებულია ტექნიკა და გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
“აქტიურ კომუნიკაციაზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად მოხდეს ყველა საჭიროებასა და შეტყობინებაზე რეაგირება. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით გვაქვს ისეთი სოფლები, სადაც გადაადგილება შეუძლებელია. მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ “ენერგო-პრო ჯორჯიას” და “სოკარის” თანამშრომლები, რათა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოხდეს ელექტრო ენერგიის და გაზმომარაგების მიწოდების აღდგენა.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამაშველო ღონისძიებებში დღეიდან ჩაერთვება შეიარაღებული ძალები. ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში და ეფექტურად იქნეს გადაჭრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენი რეგიონის და ჩვენი მოქალაქეების წინაშე დგას”, – აღნიშნა ურუშაძემ.