“კითხვა თუ აქვს ელჩს ან მის წარმომადგენელ რომელიმე სახელმწიფოს, შეუძლიათ, შსს-ს მიმართონ, მაგრამ მიუღებელია, როცა თავად გამოდიან პროკურორის თუ მოსამართლის როლში” – მახაშვილი

“კითხვა თუ აქვს ელჩს ან მის წარმომადგენელ რომელიმე წევრ სახელმწიფოს, მათ შეუძლიათ, შსს-ს მიმართონ, დაესწრონ სასამართლო სხდომებს, მაგრამ მიუღებელია, როდესაც თავად გამოდიან პროკურორის თუ მოსამართლის როლში”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„გვახსოვს, როდესაც ელჩები პოლიტიკურ როლებს ასრულებდნენ. ასევე გვახსოვს, სამწუხაროდ, როგორ დასრულდა ეს ურთიერთობები. ამიტომ, ვისურვებდით, რომ პოლიტიკოსების ნაცვლად, რომლებიც ისედაც მრავლად გვყავს შიდა პოლიტიკაში, ამ ადამიანებმა ის როლი შეასრულონ, რისთვისაც ამ ქვეყანაში არიან მოვლენილი. რაიმე სხვა კითხვა თუ აქვს ელჩს ან მის წარმომადგენელ რომელიმე წევრ სახელმწიფოს, მათ შეუძლიათ, შსს-ს მიმართონ, დეტალურად ნახონ თითოეულ ადამიანთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულება, ვიდეო, ფოტო. ასევე შეუძლიათ, დაესწრონ სასამართლო სხდომებს, მაგრამ თავად როდესაც გამოდიან პროკურორის თუ მოსამართლის როლში, ჩვენთვის ეს ნაწილი და კომპონენტი მიუღებელია. ვისურვებდით, რომ ეს ურთიერთობები იყოს არა ის, რასაც ვხედავთ – პოლიტიკოსების, პროკურორების თუ მოსამართლეების მანტიით რომ გვესაუბრებიან, არამედ დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში ჯდებოდეს“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები