“კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიმართ კითხვა მაქვს, კანონიდან სამშობლოს ღალატის მუხლი რატომ ამოიღეს, სამშობლო არ მოეწონათ, თუ ღალატი გააქარწყლეს?” – მაჭარაშვილი

“კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიმართ კითხვა მაქვს, კანონიდან სამშობლოს ღალატის მუხლი რატომ ამოიღეს, სამშობლო არ მოეწონათ, თუ ღალატი გააქარწყლეს? – იცოდნენ, რომ ღალატში ჩაეთვლებოდათ ის, რასაც აპირებდნენ და ამიტომ ამოიღეს”, –  ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მუხლი აღსადგენია.

“თაობები იმ იდეით უნდა გაიზარდონ, რომ სამშობლოს ემსახურონ და არ უღალატონ. ხოლო, თუ უღალატებ, ამისთვის ქართულ საზოგადოებას შესაბამისი სანქციები აქვს დაწესებული. წესით, ამ ყველაფრის ახსნა არც უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ ვინმეს თუ კითხვა აქვს, სამშობლოს ღალატი რატომ უნდა ისჯებოდეს, ეს მისი პრობლემა იქნება, ვინც კითხვას დასვამს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები