ბაჩო ოდიშარია: ბოიკოტში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა ბერლინის კინობაზრობის საორგანიზაციო ჯგუფს გაუგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც ითხოვდნენ, რომ პლატფორმა წაერთმიათ ქართული ეროვნული კინოცენტრისთვის

“მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა იყო დიდი, რომ შეხვედრები არ ჩატარებულიყო – ვგულისხმობ ანკლავი, რაც არის შექმნილი ქართული კინო ინსტიტუტის სახით, მათ და კიდევ ბოიკოტში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა, ბერლინის საორგანიზაციო ჯგუფს გაუგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც ითხოვდნენ, რომ პლატფორმა წაერთმიათ ქართული ეროვნული კინოცენტრისთვის”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსმა, ბაჩო ოდიშარიამ განაცხადა და ბერლინის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კინოს ბაზრობაზე კინოცენტრის წევრების შეხვედრებზე ისაუბრა.

„უშუალოდ სახელდება იყო ჩემი და ბექა დავითულიანის, რომელიც კულტურის მინისტრის მოადგილეა და კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ჩვენზე ჰქონდათ ცრუ „დანოსი“, რომ „ჩვენ ვართ ძალადობრივი რიტორიკის წამხალისებლები“, „ჩვენ ვაცენზურებთ ქართულ კინოს“, „ჩვენ პრორუსული ხელისუფლების პროპაგანდისთვის ვართ ჩასული ბერლინის კინო-ბაზრობაზე“. ამან საბოლოოდ, შედეგი არ გამოიღო, რადგან არც ერთი შეხვედრა ჩვენ არ გაგვიუქმებია, გამგზავრებამდე რაც გვქონდა დაგეგმილი, ყველა ჩავატარეთ. არც ერთგან არ ყოფილა პოლიტიკური ხასიათის შეკითხვა დასმული ჩვენი მისამართით. ამას დაემატა სპონტანურად, ადგილზე გამართული რამდენიმე შეხვედრაც. ასე, რომ შეგვიძლია, ჩვენი ვიზიტი წარმატებულად შევაფასოთ და წარუმატებლად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამაში ხელის შეშლას ცდილობდნენ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები