“ვგულშემატკივრობთ ახალ ადმინისტრაციას, დაამარცხოს „დიფ სთეითი“, რადგან ამ ქსელის დამსახურებაა, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები იმ დონეზეა, რაც ჩვენთვის მიუღებელია” – პაპუაშვილი

“დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რას ნიშნავს „დიფ სთეითი“, რომელზეც დღეს ღიად საუბრობს არა მხოლოდ აშშ-ის ხელისუფლება, არამედ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ბრიტანეთში იმ პოლიტიკურ და ბიზნესქსელზე ილაპარაკა, რომელიც ჩრდილოვნად მართავს ამა თუ იმ ქვეყანას და პროცესებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ყველანაირად ვგულშემატკივრობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, რომ დაამარცხოს „დიფ სთეითი“, ვინაიდან ზუსტად ამ ქსელის დამსახურებაა, რომ ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ის შორის არის იმ დონეზე, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ „დიფსთეითის“ დამარცხება პირდაპირპროპორციულად უნდა აისახოს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობაზე. ეს არის ტესტი, შეძლო თუ არა ამერიკის ადმინისტრაციამ „დიფ სთეითის“ დამარცხება. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ იმას, რაც ხდება. ვნახეთ, ის ფინანსური არხები, რომლითაც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებები და რევოლუციები ფინანსდებოდა, ვგულისხმობ USAID-სა და სხვა ხაზებს, ეს ფინანსური არხები იკეტება, რაც აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხება საქართველოს მაგალითზე ვნახოთ. ჩვენთვის გადამწყვეტია, საქართველოსთან მიმართებით მოხდეს ამ მავნე ქსელების და გავლენის ჯგუფების დამარცხება და არა რებრენდინგი. თუ აქამდე ერქვა USAID-ი, სხვანაირი არხებით არ მოხდეს იგივე პროცესები. ვხედავთ, უმოკლეს ვადაში შეუძლებელი შეძლო აშშ-ის ადმინისტრაციამ, ამხილა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციის სქემები, რომლებიც აშშ-ის ბიუჯეტის გამოყენებით ფინანსდებოდა, ამხილა მედიასქემები. აღმოჩნდა, რომ ასობით მედია, მედიაენჯეო, ათასობით ჟურნალისტი იყო ქსელში, რომელიც ცრუ ნარატივებს ავრცელებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები