დავით მათიკაშვილი – ლორა თორნტონს ჭურვის გასაშვები ღილაკი რომ მისცეს ვინმემ, სიამოვნებით დააწვება და ჭურვებს საქართველოს ესვრის

„ლორა თორნტონს ჭურვის გასაშვები ღილაკი რომ მისცეს ვინმემ, სიამოვნებით დააწვება და ჭურვებს საქართველოს ესვრის,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, თორნტონი საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი პერსონაა.

„მანამდეც ისეთი განცხადებები აქვს გაკეთებული და დღეს ისეთ რამეებზე საუბრობს, რომ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის მტრული განცხადებებია, რომლის შინაარსი ცალსახაა. ეს ქალბატონი ვერ იტანს და ეზიზღება საქართველო და ქართველი ხალხი. როგორ შეიძლება, ეკონომიკური კრიზისი უსურვოს ქართველ ხალხს. შეიძლება, მოისაკლისოს გვამების არ არსებობა ამ ინსტიტუტმა, რომლის წარმომადგენელიც ის არის საქართველოში და როგორ შეიძლება ამის შემდეგ ის ჩვენი ქვეყნის მეგობრად დარჩეს. ის არის მტრულად განწყობილი პერსონა, რომელზეც გადაწყვეტილება პირადად ჩემი მისაღები რომ იყოს, მას ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადებდი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა საკუთარ წერილში თქვა: „ნაგვის არგატანა, ბანკის მოლარეების გაფიცვა, სატვირთოების მძღოლების სახლში დარჩენა ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები