გურამ მაჭარაშვილი: ველოდები საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეაქციას ტრამპის შეურაცხყოფაზე, სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ამერიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფას ეთანხმებიან

“ველოდები საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეაქციას დონალდ ტრამპის შეურაცხყოფაზე, სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ამერიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფას ეთანხმებიან”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, „გლობალური ომის პარტია“ რომ არსებობს, ეს დღეს ამერიკულმა საზოგადოებამ ტრამპის არჩევით დაადასტურა.

„ჩვენ მართალს ვამბობდით, როცა ხაზს ვუსვამდით, რომ უკრაინაში ომი არ უნდა დაწყებულიყო და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო. როცა ვამბობდით, ომი უნდა გაჩერებულიყო და მშვიდობა ყოფილიყო, სიტყვა მშვიდობის გაგონება არ უნდოდათ. „გლობალური ომის პარტია“ რომ არსებობს, ეს დღეს ამერიკულმა საზოგადოებამ ტრამპის არჩევით დაადასტურა. შეგიძლია, ნახოთ ამერიკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც ერთი ერთშია „ხალხის ძალის“ კომენტარებთან. საგარეო პოლიტიკაზე ჯერ დონალდ ტრამპის განცხადებები იხილეთ და შემდეგ „ხალხის ძალის“ წერილებს ჩახედეთ. მაინტერესებს, ზოგიერთი ქართული მედიასაშუალება მოიხდის თუ არა ბოდიშს ამერიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო. ველოდები ამერიკის საელჩოს რეაქციას დონალდ ტრამპის შეურაცხყოფაზე, სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ამერიკის პრეზიდენტის შეურაცხყოფას ეთანხმებიან“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები