“ქალბატონი ლორა თორტონი გახლავთ ადამიანი, რომელიც აღშფოთებულია, თუ როგორ არ არის მსხვერპლი დღემდე, ეს არის ამორალური ქალბატონი” – მაჭავარიანი
“ქალბატონი ლორა თორტონი გახლავთ ადამიანი, რომელიც აღშფოთებულია, თუ როგორ არ არის მსხვერპლი დღემდე, ეს არის ამორალური ქალბატონი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს და მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის განცხადებას ეხმაურება.
“ქალბატონი ლორა თორტონი არის იმ გაიდლაინის ავტორი, რომელიც გადასცემს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ დემონსტრაციები სამოქალაქო დაპირისპირებაში.
ქალბატონი ლორა თორტონი გახლავთ ის ადამიანი, რომელიც აღშფოთებულია, თუ როგორ არ არის მსხვერპლი დღემდე, ვინაიდან ეს აქციები უკვე ორ თვეზე მეტია გრძელდება. ვერ მალავს იგი თავის აღშფოთებას, ოფიციალური განცხადება მიუძღვნა ამ ყველაფერს, რომ მსხვერპლს ველოდებოდიო.
ქალბატონ ლორა თორტონთან და მის კომენტარებთან დაკავშირებით ვერანაირ სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებთ, ეს არის ამორალური ქალბატონი”, – აღნიშნავს მაჭავარიანი.
ლორა თორტონი საქართველოში მომიტინგეებს მოუწოდებს, პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში გადაიყვანონ.