“მაკა ბოჭორიშვილმა სიმართლე თქვა, როცა პარტნიორები კანდიდატის სტატუსით პირდაპირ გემუქრებიან და გევაჭრებიან, ეს სამწუხაროა” – მაჭარაშვილი
“სამწუხაროდ, მაკა ბოჭორიშვილმა სიმართლე თქვა, როცა პარტნიორები კანდიდატის სტატუსით პირდაპირ გემუქრებიან და გევაჭრებიან, ეს სამწუხაროა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„საბედნიერო ის არის, რომ რასაც „ხალხის ძალა“ სიმართლეს ვამბობდით, ახლა უკვე ამაზე საუბარი „ქართულ ოცნებასაც“ მოუწია, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე მისატანი გვაქვს „ლელო“.
ამერიკაში ნორმალური და მშვიდობის პოლიტიკა მიდის, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არ დამთავრებულა და ყურადღებით უნდა ვიყოთ. მაკა ბოჭორიშვილი რა ზეწოლებზეც საუბრობდა, იყო საქართველოზე და არა მხოლოდ საქართველოზე, რაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან დადასტურდა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა: „ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოს კრიტიკით გამოირჩეოდნენ, ჩემთვის პირდაპირ უთქვამთ, არ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს ივნისში და ვნახოთ, როგორი იქნება მოსახლეობის 85%-ის რეაქციაო“.