„ზელენსკის დიქტატორად მოხსენიება სრულიად უსაფუძვლოა“ – ნორვეგიის პრემიერი

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორად მოხსენიება სრულიად უსაფუძვლოა.

„ვფიქრობ, ეს სრულიად უსაფუძვლოა. იგი [ზელენსკი] არის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, რომელიც თავისი ვადის შუა პერიოდში სრულმასშტაბიან ომში აღმოჩნდა“, – აღნიშნა ნორვეგიის მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა და თქვა, რომ ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თუ სურს, რომ უკრაინა, როგორც ქვეყანა, გადარჩეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები