საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მომავალ კვირას თეთრ სახლში ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას France-Press-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მომავალ კვირას ვაშინგტონს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც ეწვევა.
აღნიშნული შეხვედრების მიზანი უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებაა.
ამასთან, ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსების შესახებ კითხვაზე, Fox News-სთან განაცხადა:
„ჩვენ ჩართულები ვართ ყველა მხარესთან, შემდეგი ნაბიჯი არის ტექნიკური გუნდების დანიშვნა, რათა დავიწყოთ უფრო დეტალებზე საუბარი“.