დავით მორგოშია აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია თბილისში, პოლიტკოვსკაიას №27-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს განათლების მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე, მათ შორის მოსწავლეებისა და სტუდენტების სწავლების დაფინანსების, უფასო წრეებით და მოსამზადებელი კურსებით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე.

ყურადღება გამახვილდა ობიექტში განსახლებული დევნილების წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებზე, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის მიერ გაცემული დავალების თანახმად, დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი, მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები