მამუკა მდინარაძე სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე: ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მუხლი იქნება ისეთივე, როგორც წარსულში, ვიდრე „ნაც მოძრაობა“ ამოიღებდა სისხლის სამართლის კოდექსიდან

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მუხლი იქნება ისეთივე, როგორც წარსულში, ვიდრე „ნაც მოძრაობა“ ამოიღებდა სისხლის სამართლის კოდექსიდან. დეკლარაციული მნიშვნელობის, თუმცა კონკრეტული კვალიფიკაცია და კონკრეტული დისპოზიცია ექნება. ანუ ერთგვარი აღდგენა ხდება ამ მუხლის,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სისხლის სამართლის კოდექსში, სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე და ამ მუხლით ერთგვარი დეკლარირება იქნება გაკეთებული, რომ ამა და ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, ჩაითვლება სამშობლოს ღალატად.

„როგორც წარსულში, ჩამოთვლილი იქნება მუხლები სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც კონკრეტულ დისპოზიცია და შესაბამისი სანქციები. პასუხისმგებლობა არც თუ ისე დაბალია ასეთი დანაშაულებისათვის. სხვათა შორის, ამავე დროს მათში შედის ის მუხლები, რომლითაც გამოძიება დაიწყო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და არა მხოლოდ ეს მუხლები. საუბარია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე და ამ მუხლით ერთგვარი დეკლარირება იქნება გაკეთებული, რომ ამა და იმ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, ჩაითვლება სამშობლოს ღალატად.

ერთი პატარა ცვლილება შევიტანეთ ჩვენ ამ ინიციატივაში, სახელმწიფოს ღალატი ერქვა, მაგრამ უფრო სწორია დეფინიცია სამშობლოს ღალატი და ეს დეკლარირება ამგვარად იქნება მიმართული სხვა მუხლების მიმართ, რომელიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში.

საჭიროებას რაც შეეხება, დღეს რომ აქტუალურია ეს თემა, ამაზე აქტუალური მე მგონი არასდროს არ ყოფილა იმიტომ, რომ თავის სამშობლოს რომ ღალატობდნენ 2008, 2009 და ა.შ. წლებში, „ნაც მოძრაობის“ მმართველობის ყველა წელს, მასთან დაკავშირებული აღქმები ნაკლებად ყალიბდებოდა, მაგრამ დღეს არა მხოლოდ აღქმები, ფაქტები იდება. კომისია მუშაობს, კომისიამ დაიწყო სხვადასხვა თემებით, მაგრამ ეს მხოლოდ ჟურნალის ჟურნალია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით რამდენი მკვლელობა, რამდენი გაუპატიურება, ომთან დაკავშირებით რა ჩაიდინეს, მერე როგორ უღიარეს რუსებს ომის დაწყება და როგორ უღიარეს და დააბრალეს ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს, რომელსაც ეს ჩადენილი არ ჰქონდათ.

უფრო მეტი კლასიკა სამშობლოს ღალატის, მათთვის კლასიკა არ არსებობს. ამიტომ ამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, მაგრამ სისხლის სამართლებრივადაც თუ დაუმტკიცდებათ ის დანაშაულები, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული, ეს ჩაითვლება სამშობლოს ღალატად“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები