“ეს პროგრამები, რასაც აცხადებს თვითონ ამერიკული მხარე, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა საარჩევნო სისტემების ძირის გამოთხრისთვის” – მახაშვილი

“ეს პროგრამები, რასაც აცხადებს თვითონ ამერიკული მხარე, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა იმ მიზნით, რაც იყო მისი გაცხადებული ფორმალური მიზანი, არა საარჩევნო რეფორმების გაუმჯობესებისთვის, არამედ საარჩევნო სისტემების ძირის გამოთხრისთვის”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში USAID-ის საარჩევნო პროექტების დახურვის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს პროცესი და იმათაც, ვინც ამ პროცესებში იყვნენ ჩართული – იქნებ ახლა დადგა იმის დრო, რომ გაიაზრონ და გადააფასონ თავიანთი ქმედებები, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ძირს უთხრიდნენ საქართველოს დემოკრატიას“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები