ტრამპის ელჩი კიევში ჩავიდა – “ჩემი მისიაა მოსმენა”
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კელოგს აშშ-ის ელჩი უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.
კიევში ვიზიტზე საუბრისას ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს არის კარგი პოტენციური მოლაპარაკებების შანსი.
“ჩვენ მოვუსმენთ. მზად ვართ უკრაინელებს მივაწოდოთ ის, რაც საჭიროა. ჩვენ გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ჩემი მისიის ნაწილია მოსმენა. შემდეგ მე დავბრუნდები შეერთებულ შტატებში, დაველაპარაკები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ყველაფერი სწორად გავიგეთ, რადგან ჩვენ ამ ტანჯვის დასრულება გვინდა”,- განაცხადა კელოგიმ.
მისივე თქმით, ომი არ დაიწყებოდა, მაშინ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.