“მიუხედავად შიდა და გარე აქტორების მცდელობებისა, საქართველოს ვერავინ ვერ ჩაითრევს საბრძოლო მოქმედებებში” – მაჭავარიანი

“მიუხედავად შიდა და გარე აქტორების მცდელობებისა, საქართველოს ვერავინ ვერ ჩაითრევს საბრძოლო მოქმედებებში”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა და ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩევლის გზავნილებს გამოეხმაურა, რომ “ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის ევროპის სანდო პარტნიორი, ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის საბრძოლო ველი, ევროპას საქართველოში გამარჯვება სჭირდება”.

„მიუხედავად შიდა და გარე აქტორების მცდელობებისა, საქართველოს ვერავინ ვერ ჩაითრევს საბრძოლო მოქმედებებში. მიუხედავად ამ მასშტაბური აქტივობისა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რაღაცნაირად გამოიწვიონ ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაცია, არაფერი არ გამოუვათ როგორც არ გამოუვიდათ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა“, – განმარტა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები