პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ავტობუსის შვიდი მგზავრი მოკლეს
გვიან ღამით, პაკისტანში, უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცებმა ლაჰორში მიმავალი ავტობუსის შვიდი მგზავრი მოკლეს,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
თავდასხმა სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის რაიონში, ბარხანში მოხდა. დაახლოებით 40 შეიარაღებული მამაკაცის ჯგუფმა რამდენიმე ავტობუსი და მანქანა გააჩერა, ამოწმებდნენ ეროვნული პირადობის მოწმობებს, შვიდი მგზავრი იძულებით გადმოიყვანეს ავტობუსიდან და დახვრიტეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, მკვლელობის მოტივი კი უცნობია. ოფიციალურმა პირებმა “როიტერს” განუცხადეს, რომ ტერიტორია შემოსაზღვრული იყო, მაგრამ თავდამსხმელები გაიქცნენ.
ათწლეულების მანძილზე, სეპარატისტ მეამბოხეებთან ბრძოლაში, ავღანეთისა და ირანის მოსაზღვრე პროვინცია მთავარი ბრძოლის ველია. როგორც მედია იუწყება, მათ მეტი ავტონომია და რეგიონის ბუნებრივი რესურსების წილის მიღება სურთ.