კირცხალია – ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლაზე: ყველანაირ ძალადობას ვემიჯნები, მაგრამ ერთი განცხადება გაეკეთებინა, როცა ერთ მხარეს წლების განმავლობაში ბულინგით, შეურაცხყოფითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით იყვნენ დაკავებულნი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი კირცხალია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის აეროპორტში კვერცხების სროლას გამოეხმაურა.

“რასაც დასთეს, იმას მოიმკი – ასეთი ქართული გამონათქვამია. რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობას ვემიჯნები და ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ რაც წახალისებული იყო – თვითონ, იმ მხარეს, ერთი განცხადება გაეკეთებინა, როცა წლების განმავლობაში, ბულინგით, შეურაცხყოფითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით იყვნენ დაკავებული. ამ ყველაფრის შედეგია ის ბუნებრივი რეაქციები, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს უჩნდებათ”, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები