ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს, როდესაც მომიტინგეები ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მისალოცად შეიკრიბებიან, კარგად დაუკვირდნენ, სწორედ ამ კაცისა და ხელისუფლების დამსახურებაა, რომ საქართველოში მშვიდობაა!

“დღეს, როდესაც მომიტინგეები ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მისალოცად შეიკრიბებიან, კარგად დაუკვირდნენ იმას, რომ სწორედ ამ კაცისა და ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ საქართველოში მშვიდობაა!”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ხალხს ივანიშვილისთვის და ხელისუფლებისთვის მადლობა აქვს სათქმელი.

„მადლობა აქვთ სათქმელი სწორედ ამ ხელისუფლების და ამ ადამიანის წინაშე, რომ დღეს საქართველო ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს მშვიდობითა და თავისი მყარი პოზიციებით ხვდება!“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები