“პრაქტიკულად, მთელი ევროკავშირის ბიუროკრატია შოკშია; შეიძლება ითქვას, რომ მათ უკვე დასაკარგიც არაფერი არ აქვთ” – მაჭარაშვილი

“ევროკავშირის ბიუროკრატიაში უკვე დიდი არეულობაა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “შეიძლება ითქვას, რომ მათ უკვე დასაკარგიც არაფერი არ აქვთ”.

“იმის მერე, რაც ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა ვიხილეთ მიუნხენის კონფერენციაზე, რომელი გამოსვლაც აშშ-ის პრეზიდენტმა მოიწონა, პრაქტიკულად, მთელი ევროკავშირის ბიუროკრატია შოკშია. შეიძლება ითქვას, რომ მათ უკვე დასაკარგიც არაფერი არ აქვთ. ამიტომ კეთდება ასეთი ტიპის შეურაცხმყოფელი და არასამართლიანი განცხადებები, გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებული შტატების მიერ პირდაპირ არის მხილებული ევროკავშირის ბიუროკრატია სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევაში, USAID-ის და NED-ის ფულებით რევოლუციის მოწყობის მცდელობაში და ა.შ. მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის ბიუროკრატიას პრობლემები აქვს დღევანდელი აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში, არ მგონია იმისთვის იცლიდეს, რომ სხვა ქვეყნებში და, მით უმეტეს, საქართველოში ჩაერიოს პოლიტიკაში”, – განმარტა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები