საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აშშ და რუსეთი საუდის არაბეთში მოლაპარაკებებს მართავენ, რათა განიხილონ სამშვიდობო შეთანხმება, რომ დასრულდეს ვლადიმერ პუტინის შეჭრა უკრაინაში,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

აღსანიშნავია, რომ ეს გამართული შეხვედრა არის პირველი პირისპირ დისკუსია ორ ქვეყანას შორის ომის დაწყების შემდეგ.

მედიის ცნობით, არც უკრაინა და არც ევროპის რომელიმე ქვეყანა არ არის მოწვეული.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ის არ აღიარებს მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ შეთანხმებებს, რომლებშიც უკრაინა არ არის ჩართული, მაშინ როცა ევროპელი ლიდერები ასევე აკრიტიკებენ მათ ჩართულობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები