პაატა სალია: დროებითი საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობა არის, დაადგინოს ის სისტემური დანაშაულები, რაც ხორციელდებოდა 2003-2012 წლებში
„[დროებითი საგამოძიებო] კომისიის მნიშვნელობა არის, დაადგინოს ის სისტემური დანაშაულები, რაც ხორციელდებოდა 2003-2012 წლებში, იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა, იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ ახსოვთ სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე, მიიღონ სწორი, ინფორმირებული გადაწყვეტილება,“ – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა პაატა სალიამ განაცხადა.
„გადაწყდა, რომ პირველი პირები ვინც უნდა გამოიკითხონ, იქნებიან დაკავშირებული საარჩევნო საკითხთან, ანუ 2003-2012 წლებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გამოიკითხოს ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე“, – აღნიშნა სალიამ.
ცნობისთვის, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა უკვე დაიწყო.