ზელენსკი – საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე: უკრაინამ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა

უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას საუდის არაბეთში მოლაპარაკებებში და არ აღიარებს უკრაინის თაობაზე რაიმე შეთანხმებას ოფიციალური კიევის მონაწილეობის გარეშე,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 18 თებერვალს, საუდის არაბეთში, უკრაინის ომის საკითხზე ერთმანეთს აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები შეხვდებიან.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებებს აქვს ორმხრივი გზა.

უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. ჩემს ოფიციალურ ვიზიტს საუდის არაბეთში არავითარი კავშირი არ აქვს იმასთან, რაც ხდება აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების დონეზე. ჩვენ უშედეგოდ მივიჩნევთ ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე.

ზელენსკის თქმით, უკრაინა არ აღიარებს არანაირ შეთანხმებას, რომელიც მათი მონაწილეობის გარეშე შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები