ბათუმის მერია: უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა

ბათუმში, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა.

საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

“უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში. ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში”,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მერიის ცნობით, მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი, დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები