ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად ქალი დაიღუპა
ბათუმში, მახინჯაურის გვირაბთან სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად ქალი დაიღუპა.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.