საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა.

გაცნობით შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და პარტნიორობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პრეზიდენტმა და სომეხმა დიპლომატმა განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები