პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დღევანდელ აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით წამოსული პატიმრების მხარდამჭერი მარში შეუერთდა.

მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 79-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები