თორნიკე ჭეიშვილი: USAID-ის, NED-ის, ასეთი ტიპის ორგანიზაციების მხილების კამპანია ადასტურებს იმას, რომ ის ერთგვარი თეორიები, რომელიც მათ შორის საქართველოში იყო განვითარებული, არ იყო ჰაერიდან მოტანილი ინფორმაცია

„მხილების კამპანია USAID-ის, NED-ის, თუ ასეთი ტიპის ორგანიზაციების, ადასტურებს იმას, რომ ის ერთგვარი თეორიები, რომელიც მათ შორის საქართველოში იყო განვითარებული, არ იყო ჰაერიდან მოტანილი ინფორმაცია,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ დაფინანსება შეუჩერა.

„ის პროცესები, რომელიც ვითარდება შეერთებულ შტატებში და ის ერთგვარი კამპანია მხილებისა USAID-ის, NED-ის, თუ ასეთი ტიპის ორგანიზაციების, ადასტურებს იმას, რომ ის ერთგვარი თეორიები, რომელიც მათ შორის საქართველოში იყო განვითარებული, არ იყო ასე ვთქვათ ჰაერიდან მოტანილი ინფორმაცია, არამედ ამ შემთხვევაში მართლაც გვქონდა საქმე ძალიან მავნებლურ საქმიანობასთან და რომელიც იყო შეფუთული გარკვეულწილად უცხოური დახმარების ქოლგის ქვეშ“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები