მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტი, რომელიც ერთი მხრივ საუბრობს სიტყვის თავისუფლებაზე, ითხოვს მედიის წარმომადგენლის დასანქცირებას – აბსურდია, სერიოზული კომენტარი როგორ შეიძლება ამაზე გაკეთდეს
ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტი, რომელიც ერთი მხრივ საუბრობს სიტყვის თავისუფლებაზე, ითხოვს მედიის წარმომადგენლის დასანქცირებას. აბსურდია, სერიოზული კომენტარი როგორ შეიძლება ამაზე გაკეთდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს რეზოლუციაში ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც პერსონალურ სანქციებს ეხება და ცნობილია, რომ ევროკავშირის დონეზე კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ მედიამენეჯერების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნა, მათ შორის ტელევიზიის მფლობელთან დაკავშირებით, ეს სცდება თუ არა გარკვეულ პოლიტიკურ განზომილებას.
„საღი აზრისგან ძალიან შორს არის ეს დოკუმენტი და ძალიან რთულია, რომ სერიოზულად გააკეთო კომენტარები ამასთან დაკავშირებით. ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტი, რომელიც ერთი მხრივ საუბრობს სიტყვის თავისუფლებაზე, ითხოვს მედიის წარმომადგენლის დასანქცირებას. აბსურდია, სერიოზული კომენტარი როგორ შეიძლება ამაზე გაკეთდეს, ან სერიოზულად როგორ შეიძლება აღვიქვათ იმიტომ, რომ ძალიან შორს არის საღი აზრისგან ეს ყველაფერი, ძალიან შორს არის დემოკრატიისგან და ძალიან შორს არის იმ პრინციპებისა და ღირებულებებისგან, რაზეც ასე ხშირად მიგვითითებენ ხოლმე და ევროპულ ღირებულებებს ეძახიან. ძალიან შორს არის ამ ყველაფრისგან ეს დოკუმენტი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.