აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ტრამპი არავის მისცემს უფლებას, ძია სემი ძია დოყლაპიად აქციოს

ნატო კვლავ დიდებული უნდა გავხადოთ, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.

მან მოუწოდა მოკავშირეებს, რომ უფრო მეტი გააკეთონ ევროპის თავდაცვისთვის.

ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ ჰეგსეტი ამბობს, რომ მას დონალდ ტრამპმა „მკაფიო მისია“ დააკისრა, „მიაღწიოს მშვიდობას ძლიერების მეშვეობით და ასევე დააყენოს ამერიკა პირველ ადგილზე“.

„ნატო დიდი ალიანსია, ყველაზე წარმატებული თავდაცვითი ალიანსი ისტორიაში, მაგრამ იმისათვის, რომ მომავალს გაუძლოს, ჩვენმა პარტნიორებმა ევროპის თავდაცვისთვის გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ჰეგსეტმა ნატოს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არავის მისცემს უფლებას, ძია სემი ძია დოყლაპიად აქციოს.

„ნატო დიდებული ალიანსია, ყველაზე წარმატებული თავდაცვის ალიანსი ისტორიაში. მაგრამ იმისათვის, რომ გაუძლოს მომავალს, ჩვენმა პარტნიორებმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ ევროპის თავდაცვისთვის“, – დასძინა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები