პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
გარდა ამისა, მოქალაქეებმა რამდენჯერმე პიროტექნიკა გაისროლეს.
მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 78-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.