ესტონეთის პრემიერი: უკრაინის ნატოში გაწევრიანება მაგიდაზე უნდა დარჩეს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მაგიდაზე უნდა დარჩეს.
„უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს. ნატოს წევრობა მაგიდაზე უნდა დარჩეს“, – წერს ესტონეთის მთავრობის მეთაური პლატფორმა X-ზე.
მანვე დასძინა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, ზეწოლა რუსეთზე უნდა განხორციელდეს, რათა ის მოლაპარაკებებამდე მიიყვანონ და არა უკრაინაზე.
„გადამწყვეტი დროა ევროპისთვის ერთიანობისა და სიძლიერის გამოსავლენად“, – ხაზგასმით აღნიშნა მიხალმა.