სუდანმა და რუსეთმა რუსეთის საზღვაო ბაზის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

სუდანმა და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის საზღვაო ძალების ბაზასთან დაკავშირებით, – განაცხადა სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი იუსეფ შარიფმა, მოსკოვში მის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების შემდეგ.

“ჩვენ მივაღწიეთ ურთიერთგაგებას ამ საკითხზე”, – განაცხადა მინისტრმა.

მედიის ინფორმაციით, საზღვაო ბაზის შექმნის იდეა თავდაპირველად სუდანის ყოფილი დიქტატორის, ომარ ალ-ბაშირის მმართველობის დროს გაჩნდა, თუმცა გეგმის შესრულება 2 წლის წინ სუდანში სამოქალაქო ომის დაწყებამ შეაყოვნა.

პუნქტი განკუთვნილია რუსული გემების ეკიპაჟის წევრების შეკეთების, მარაგის შევსებისა და დასვენებისთვის. დოკუმენტის მიხედვით, სამხედრო-საზღვაო ბაზაზე პერსონალის მაქსიმალური რაოდენობა არ აღემატება 300 ადამიანს. იქ ერთდროულად არაუმეტეს ოთხი რუსული გემი დაიშვება.

მედიის ცნობითვე, რუსეთის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს სირიის დროებით პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარასთანაც, რათა შეინარჩუნოს კონტროლი იმ ობიექტებზე, რომლებიც მოსკოვისთვის ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში გავლენების შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები