ევროპარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებული რეზოლუცია კვლავ იმეორებს მოთხოვნას, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის მიღების მიზნით, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი

ევროპარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებულ რეზოლუციაში კვლავ ვკითხულობთ მოთხოვნას, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის მიღების მიზნით, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.

გარდა ამისა, რეზოლუციას დაემატა შესწორება, რომლითაც „ევროპარლამენტი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრების შეუფერხებელი წვდომა მიხეილ სააკაშვილთან“

შესაბამისად, რეზოლუციაში 27-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარული საფუძვლით, კონკრეტულად, საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობის მიღების მიზნით; ხაზს უსვამს, რომ „თვითგამოცხადებული“ ხელისუფლება ატარებს სრულ და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და სრულად უნდა აგოს პასუხი ნებისმიერი ზიანისთვის, რაც მას შეიძლება მიადგეს; მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ მიხეილ სააკაშვილთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები