თენგიზ შარმანაშვილი: პოლიტიკურ შეფასებებს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, 100 წელიც რომ გავიდეს, იმის შეფასება მაშინაც აქტუალური იქნება
“პოლიტიკურ შეფასებებს არანაირი ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, როცა ასეთი მასშტაბის დანაშაულებრივ საქმიანობაზე არის ლაპარაკი, 100 წელიც რომ გავიდეს, იმის შეფასება მაშინაც აქტუალური იქნება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკურ თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია.
„ამიტომ, ასეთი გლობალური შეფასება აქამდე არ მომხდარა (ცალკეული ეპიზოდების კი). ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს არის აუცილებელი საქართველოს მომავლისათვის“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.