მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ მხარეები უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტის გამართვაზე შეთანხმდნენ.
“მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტი”, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.