რატი იონათამიშვილი – რადიკალების მხრიდან საბოტაჟის მიზანმიმართულ ნიშნებს ვხედავთ
„რადიკალების მხრიდან საბოტაჟის მიზანმიმართულ ნიშნებს ვხედავთ, ამ ქმედებებს სამართლებრივი შედეგის დადგომა სჭირდება, „– ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარი განცხადებებით აღიარებს, რომ მათი მიზანი იყო, ძირი გამოეთხარათ ქართული ეკონომიკისთვის და საზოგადოებისთვის.
„რადიკალების მხრიდან საბოტაჟის მიზანმიმართულ ნიშნებს ვხედავთ, როგორც საბოტაჟის მიმართულებით, ასევე მტრული საქმიანობის თვალსაზრისით. რა საკვირველია, ამ ქმედებებს სამართლებრივი შედეგის დადგომა სჭირდება. მათი საუბრები მხოლოდ სპეკულაციებია, რაც უსაფუძვლოა. ისინი საკუთარი განცხადებებით აღიარებენ, რომ ფაქტობრივად, მათი მიზანი იყო, ძირი გამოეთხარათ ქართული ეკონომიკისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის, თუმცა საბოლოო ჯამში, ძირს უთხრიან საკუთარ თავებს და საკუთარ პატრონებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.