აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორად ტულსი გაბარდი დაინიშნა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის პოსტზე ტულსი გაბარდი ოფიციალურად დაამტკიცეს,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მისი კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წარადგინა, ხოლო სენატმა მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა – 52 მომხრე იყო, ხოლო 48 წინააღმდეგი.

მედიის ცნობით, ყოფილი დემოკრატი კონგრესმენის კანდიდატურის მიმართ აზრი ორად არის გაყოფილი, ნაწილი მის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. გაბარდის მიმართ არსებობდა ეჭვები, რომ ის ამართლებდა ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრას, რაც მან სენატში მოსმენისას უარყო.

როგორც ცნობილია, გაბარდი ადრე დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მაგრამ 2022 წელს ის დატოვა, 2024 წელს იგი შეუერთდა რესპუბლიკურ პარტიას. აღსანიშნავია, რომ ის 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები