ახალციხეში სტომატოლოგიურ კლინიკაში მისული ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში 65 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალი იქამდე გარდაიცვალა, ვიდრე სტომატოლოგიური მომსახურება ჩაუტარდებოდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.