ნინო წილოსანი – ერიკ ოტოსონის განცხადებაზე: ყველა ასეთ რადიკალურ განცხადებას სწორედაც რომ სახელს დავარქმევთ და ეს სახელი არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში მავნებლური და მტრული ჩარევა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ერიკ ოტოსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პროტესტის მონაწილეებს ღიად მოუწოდა რევოლუციის მოწყობისკენ.

წილოსანის თქმით, აღნიშნული ქვეყნის პოლიტიკაში მავნებლური და მტრული ჩარევაა.

„შალვა პაპუაშვილმა ზუსტი შეფასება მისცა ამ პროცესებს – რადიკალი ოპოზიციონერების და აქტივისტების უკან რადიკალი დამფინანსებელი დგას. ვიხილეთ და მოვისმინეთ მათ შორის შვედეთის პოლიტიკური წარმომადგენელი, რომელიც ყველანაირი რადიკალური სცენარებისკენ მოუწოდებდა [აქციის მონაწილეებს] და მაიდანზე საუბრობდა.

ვინმეს თუ გგონიათ, რომ ეს ადამიანები უბრალოდ გულწრფელად არიან დაინტერესებულები საქართველოს პოლიტიკით, ეს თავის მოტყუებაა. ყველა ასეთ რადიკალურ განცხადებას სწორედაც რომ სახელს დავარქმევთ და ეს სახელი არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში მავნებლური და მტრული ჩარევა“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები