თუ „ჰამასი“ შაბათის შუადღისთვის მძევლებს არ გაათავისუფლებს, ისრაელი ღაზაში ინტენსიურ ბრძოლებს განაახლებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტის ოთხსაათიანი სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ჰამასმა“ გუშინ „შეთანხმება დაარღვია“ და გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ „ჩვენს მძევლებს არ გაათავისუფლებს“.
„თუ „ჰამასი“ შაბათის შუადღემდე ჩვენს მძევლებს არ დააბრუნებს, ცეცხლის შეწყვეტა დასრულდება და IDF ინტენსიურ ბრძოლას დაუბრუნდება მანამ, სანამ „ჰამასი“ საბოლოოდ არ დამარცხდება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის მთავრობის მეთაური არ აკონკრეტებს რამდენი მძევალი უნდა გათავისუფლდეს შაბათისთვის.