საპენსიო სქემაში გაწევრიანებულთა რაოდენობა 1 მილიონ 591 ათასი ადამიანია

საპენსიო სააგენტო 31 იანვრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

როგორც ინფორმაციაში წერია, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 591 ათასი ადამიანია.

“2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16,229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი.

საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.3 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მლრდ ლარს გადააჭარბა”, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები