“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება
თბილისში, ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება.
როგორც „თბილისი ენერჯი“ იტყობინება, დღის ბოლომდე ყველა აბონენტის გაზით მომარაგება დასრულდება.
„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ და დღეს დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება. გთხოვთ, გაზის ონკანები გადაკეტეთ თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის. ეს ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.