მახაშვილი – ჯო უილსონზე: ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთი აგურიც არ დაუდია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარებაში, სამაგიეროდ, ძალიან დიდი სიამოვნებით, ყოველდღიურ რეჟიმში ამ ურთიერთობებს შლის

“ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთი აგურიც არ დაუდია საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარებაში, სამაგიეროდ, ძალიან დიდი სიამოვნებით, ყოველდღიურ რეჟიმში ამ აგურებს, ურთიერთობებს შლის”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა კობგრესმენ ჯო უილსონზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, უილსონი ცდილობდა, როგორც კონგრესმენი, საკუთარი ინსტრუმენტების გამოყენებას იმისთვის, რომ მიეღო მატერიალური ფინანსური ინტერესი.

“მე არ გამიკვირდება, თუ იმასაც შევიტყობთ, რომ პირდაპირ ყიდდა თავის საქმიანობას. ტვიტერზე დღეში ერთხელ თუ ორჯერ დატვიტვა, შესაძლოა გარკვეული ფინანსებიც ღირდეს“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები