ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვაკვირდებოდით წინასაარჩევნო პერიოდს, საელჩოები თუ უცხოელი პოლიტიკოსები პირდაპირ ერეოდნენ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში, ეს არის მიუღებელი

„ჩვენ ვაკვირდებოდით მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და შემდეგ უკვე არჩევნების შემდგომ, როდესაც საელჩოები თუ სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსები პირდაპირ ერეოდნენ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს საბოლოო ჯამში აზიანებს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას და არის მიუღებელი.

„ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გარკვეული უცხოური ძალების მიერ, მათ შორის ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების და საელჩოების მხრიდანაც ერთგვარი პოლიტიკური შანტაჟის ობიექტად იქცა. ჩვენ ვაკვირდებოდით მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და შემდეგ უკვე არჩევნების შემდგომ, როდესაც საელჩოები თუ სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსები პირდაპირ ერეოდნენ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და არცერთი ქვეყანა ამას თავის ქვეყანაში არ დაუშვებს. ეს საბოლოო ჯამში აზიანებს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობასაც. ჩვენ სწორედ ის სტანდარტი გვინდა, რა სტანდარტიც დანარჩენ მსოფლიოში მუშაობს და ამ სტანდარტის დაცვას მოვითხოვთ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები